aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

თალიბანის ბრძანებით, ავღანეთში ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თალიბანის ბრძანებით, ავღანეთში ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თალიბანის მიერ შემოღებულ წესებზე რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა, თუმცა მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.

„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არაუშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ 2-3 საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. თალიბებს სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, – აცხადებს ფარიდა სიალი.

როგორც მედია იუწყება, ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.

იტვირთბა....