aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ არ იყო თავდაცვის მინისტრი მინისტერიალზე: თინა ხიდაშელი ლევან იზორიას აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს ორი თვე ბუქარესტიდან, სოფიადან და ანკარიდან არ უნდა გამოვსულიყავით”, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
ის ამჟამინდელ მინისტრ, ლევან იზორიასკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი მინისტერიალზე საერთოდ არ იყო და ეს ძალიან ცუდია.
“ჩვენ ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრის არც ერთი ვიზიტი არ ყოფილა ამ სამი თვის განმავლობაში და ის საერთოდ არ იყო თავდაცვის მინისტერიალზე. დღეს იმ არგუმენტის მოყვანა, რომ ეს იყო შიდა მინისტერიალი, არ გამოდგება, რადგან ვინც იცის ეს საქმე, იცის, რომ ყველა მინისტერიალი არის შიდა მინისტერიალი, შენ ამ მინისტერიალზე ხვდები მაშინ, როცა აყენებ შესაბამის მოთხოვნას, ითხოვ ან ნატო-საქართველოს კომისიას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს 2-ჯერ გაიმართა, ან სხვა საკითხების განსახილველად მინისტერიალში მონაწილეობას. სწორედ ასეთ შიდა მინისტერიალებში უნდა ვმონაწილეობდეთ, ეს არის ამოცანა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში.

იტვირთბა....