aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ვინ და რატომ იცავდა ზურაბ ჟვანიას საფლავს: დავით ოქიტაშვილი ექს-პრემიერის შესახებ უცნობ დეტალებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დღემდე ორი მიზეზის გამო ვარ გამწარებული და არც ვმალავ“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ერთ-ერთ გაზეთთან  ინტერვიუში საუბრობს.
„ეს არის ზურას მკვლელობა და ჩემი შვილებით შანტაჟი. გარაჟში მცემეს და შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ, სახლის კართან დაგიგდებთო. ბავშვისთვის სიმართლე როგორ მეთქვა, როცა მეკითხებოდა – მამა სკოლაში რატომ არ მიშვებო? ვერ აღგიწერთ, ოჯახმა რა დეპრესია გადავიტანეთ. ვისთვის მეჩივლა, რომელ სასამართლოში მეპოვა სიმართლე? დღემდე ინვალიდი ვარ, ცემის მერე თავის ტკივილები დამრჩა, დიაბეტი მაქვს. ერთგან ვთქვი, ზურაბ ჟვანია მოკლეს-მეთქი, მერე “ნაციონალების” საწინააღმდეგო მიტინგზე დამინახეს და დევნა დამიწყეს.“, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ის რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს, სადაც იგი მეგობრებთან ერთად, ღამის საათებში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ავიდა. თუმცა, ისინი ვიღაც უნობმა პირმა არ შეუშვა.

„დიდუბის პანთეონის ჭიშკარს როცა მივუახლოვდით, სანამ ზურას საფლავთან მივიდოდით, მექანიკურად აინთო – სადარბაზოებში რომ არის დამონტაჟებული და ვიბრაციაზე ინთება, ზუსტად ისეთი ნათურა. უცებ ჩვენ წინ გაჩნდა ვიღაც ტიპი და გვითხრა, – რა გნებავთ, აქ შემოსვლა არ შეიძლება, აქედან მიბრძანდითო. დავინტერესდით, ვინ იყო ეს ადამიანი. ზედმეტ კითხვებს ნუ სვამთ, აქ შემოსვლა აკრძალულიაო! სამოქალაქო ფორმა ეცვა, მაგრამ წარმოგვიდგა, როგორც პანთეონის დაცვა. არადა, პანთეონს დაცვა არც მაშინ ჰყავდა და არც ახლა ჰყავს. ვისგან და რისგან იცავდა ის პირი ჟვანიას საფლავს? იქნებ იქ იმიტომ იდგა, ვინმეს ჟვანიას საფლავი არ ამოეთხარა და ზედმეტი კითხვები არ დაესვა? ხომ ამბობდნენ, საფლავს ზემოდან ბეტონი დაასხეს, რაღაც სითხე ჩაასხესო.

ორი თვის განმავლობაში ის დაცვა იქ იდგა, საკითხავია, ვის უნდა დაეყენებინა ნათურა ჟვანიას საფლავთან, ოჯახს ის არ დაუმონტაჟებია, რა თქმა უნდა იმას, ვინც დაინტერესებული იყო იმ საფლავში ჟვანიას გვამის ყოფნა-არყოფნით. ამ საცოდავებს მიცვალებული ზურასიც კი ეშინოდათ,“ – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

marshalpress

იტვირთბა....