aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ლოცვის შემდეგ ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ, მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა.

მეუფე გერასიმემ საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს  სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა.

დღეს ტაძარში ღვინო, ე.წ. სიტკბოება, მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს.

მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება და შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა შეიკავოს თავი ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ტაძარში მისვლისა და ზიარების მიღებისგან.

„ძველი წესი არ შეიცვლება, თუმცა ვისაც აქვს ეს სიმპტომები და უნდა ზიარება, მზად ვართ, რომ ვაზიაროთ სახლში“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, საპატრიარქო მრევლს ურჩევს უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლში და სამსახურში — აპკურონ. აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაავრცელეს. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო ზიარების წესს ნაწილობრივ ცვლის.

იტვირთბა....