aviabiletebi
საზოგადოება

ზოდიაქოს ნიშნები: რა არის თქვენი უარყოფითი მხარე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველას გაგვიგია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის კარგი და სხვა ნიშნის უკეთესი თვისებები, თუმცა იშვიათად თუ მოგვისმენია მწარე სიმართლე ჩვენი ზოდიაქოს ნაკლოვანებების შესახებ.

          დადებითი თვისებები ადრე თუ გვიან გამოჩნდება, მაგრამ უარყოფითმა, შეიძლება ისე დააზარალოს ჩვენი ურთიერთობები, რომ ვერც მივხვდეთ ამის მიზეზს.  სანამ საკუთარ ან პარტნიორის ნაკლოვანებებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანიც იყოს.

         თუ მართლა გაინტერესებთ, თქვენი უარყოფითი მხარეების შესახებ და საკმარისი გამბედაობა გაქვთ მოისმინოთ მწარე სიმართლე მათ შესახებ, წაიკითხეთ და ეცადეთ მათ გამოსწორებას.

ვერძი (მარტი 20 – 19 აპრილი)

ფიქრობენ, რომ ლიდერები არიან. სხვა გზა არ გაქვს, მათ სათქმელი უნდა მიიღო, მათ გზას უნდა გაყვე!

ვერძი დაბადებულია ლიდერობისთვის, ამიტომ ისინი ყოველთვის შეურაცხყოფილნი არიან, როდესაც მათ სათანადოდ არ აფასებენ და გამუდმებით არ აქებენ. თუმცა, ისინი საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლის გაღებაზეც არ იხევენ უკან.

კურო (აპრილი20 – 20 მაისი)

არ დაგითმობს, უკან არ დაიხევს!

არ შეგეშალოთ მათ თავმოყვარეობასთან და არ ეცადოთ კუროს დაკნინებას. ამით თქვენ კუროში გულქვა, უგრძნობ, დაუნდობელ ადამიანს გააღვიძებთ. ისინი ვერ იტანენ „ზევიდან დამყურე“ ადამიანებს. ამასთან, კუროებს უყვართ ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება, რაც ხშირად შურისძიებას უფრო ემსგავსება. იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებით კუროსთან ან მისთვის ძვირფას ადამიანთან კამათს, ისე დაიბომბებით, რომ ლაპარაკის უნარი წაგერთმევათ.

მიუხედავად ამისა, ძალიან უდარდელები და თვინიერები არიან.

ტყუპები (მაისი 20 – 20 ივნისი)

იმდენად, რამდენადაც ვერ იტანენ ორპირ ადამიანებს, თავადაც ასეთები არიან!

ვერასდროს მიხვდებით და გაიგებთ ტყუპის ხასიათს: ერთ მომენტში შეიძლება გაბრაზებული იყოს და უცებ ზედმეტად საყვარელი გახდეს. ტყუპებთან ურთიერთობის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. ხშირად აქვთ ნდობის პრობლემა, მათი ცვალებადი ხასიათის გამო.

კირჩხიბი (ივნისი 21 – 22 ივლისი)

ისე უცებ ბრაზდებიან და მშვიდდებიან, როგორც არაფერი!

ერთ მომენტში შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე იყოს და იცინოდეს, მეორე წუთს კი ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდეს და გაბრაზდეს ისეთ უმნიშვნელო რამეზე, რასაც დიდად ყურადღებას არავინ აქცევს.

კირჩხიბი ხშირად, დიდ პრობლემებზე იმდენად არ ნერვიულობს, რამდენადაც პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებზე. მაგალითად, შეიძლება გაბრაზდეს და იჩხუბოს ისეთ ელემენტარულზე, როგორიც კარის ღია დატოვებაა. ვერასდროს მიხვდები რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი აგრესია. ხშირად თამაშობენ გარშემომყოფების ნერვებზე.

ლომი (ივლისი 23 – 22 აგვისტო)

ისე ბრაზდება, რომ წამებში შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს, მაგრამ მალევე მშვიდდება!

მართლაც, რომ ცხოველთა მეფეა, სწრაფი და ძლიერი. გაბრაზებულმა ლომმა, შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც შემდეგში სანანებელი გაუხდება. შეიძლება ისეთი რამ გითხრათ ან გაგიკეთოთ, რის გამოც გულს დაგწყვეტთ, მაგრამ სინამდვილეში ამის გაკეთება არც უფიქრია. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არც არაღიარებს, რომ თქვენი წყენინება არ უნდოდა.

ლომისთვის ყველაზე სანდო ადამიანი, საკუთარი თავია.

ქალწული (აგვისტო 23 – 22 სექტემბერი)

შეუდარებლად თავდაჯერებული!

ყველანაირ ლოგიკას სულელურად უარყოფს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ლოგიკაში არ ჯდება. კბილებით დაიცავს საკუთარ აზრს, იმ დონემდე, რომ მისი სამეგობრო წრე მხოლოდ თანამოაზრეებით შემოიფარგლებოდეს ან სულაც მარტო იყოს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან ურთიერთობა უბრალოდ არ შეუძლია. სწორედ ამაში გამოიხატება მათი უდრეკობა და სიმტკიცე, რაც ხშირად მათს კეთილგანწყობაზე მოქმედებს.

სასწორი (სექტემბერი 23 – 22 ოქტომბერი)

მიაჩნიათ, რომ მათ გონებრივ შესაძლებლობებს ვერავინ შესწვდება!

სასწორი ხშირად ამჟღავნებს ეგოიზმს. თავიანთ უფლებად მიაჩნიათ, მიიღონ ყველაფერი, რაც სურთ. ყველაზე საყვარლები და თბილები არიან მაშინ, როცა თქვენგან რაღაც უნდათ. სამაგიეროდ ერთ მეტრსაც არ გაივლიან თქვენ გამო, თუ მათთვის საკმარისად მნიშვნელოვანი ადამიანი არ ხართ. მიუხედავად ამისა, ხელის გულზე ატარებენ ადამიანს, თუ ის მართლა უყვართ.

მორიელი (ოქტომბერი 23 – 21 ნოემბერი)

არ შეუძლიათ ენის გაჩერება!

გარკვეული სიტუაციებისთვის, საბოლოოდ სრულიად შეუფერებლები აღმოჩნდებიან ხოლმე. ან საუბრობენ იმისგან განსხვავებულად, როგორც აზროვნებენ, ან, პირიქით, სრულიად მოულოდნელად ამჟღავნებენ საკუთარ რეალურ სახეს, რაც მათი ნაცნობებისთვის სრული შოკია, ცუდი თვალსაზრისით. თითქოს ბალანსის დაცვა არ შეუძლიათ, სწორედ ეს არის ის, რაც ხალხს არ მოსწონს.

მშვილდოსანი (ნოემბერი 22 – 21 დეკემბერი)

მათი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობთ ხშირად სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან!

ზოგისთვის დაუდევრობა პრობლემებს არ ქმნის, მშვილდოსანისთვის, პირიქით, დამღუპველია, მაგრამ ის ამას ვერასდროს ხვდება.

წინდაუხედავობის, დაუდევრობის თუ უგუნურების გამო, მშვილდოსანმა შეიძლება თავი გადაიპარსოს, უხერხული ტატუ გაიკეთოს ან პირსინგით დაიმშვენოს სხეული, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ხასიათზეა. ხშირად გრძნობები ღალატობთ და სწორედ ისეთ ადამიანებად იქცევიან, რომლებიც უხეშ შეცდომებს უშვებენ და საქმეს იფუჭებენ ან უფუჭებენ სხვებს.

თხის რქა (დეკემბერი 22 – 19 იანვარი)

ენერგიის ნაკლებობა!

საკუთარი თავით სრულებით კმაყოფილნი არიან. არასდროს ფიქრობენ, რომ განვითარება და გაზრდა სჭირდებათ, შესაბამისად საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე არასდროს მუშაობენ. მათი გარშემომყოფებისთვის ეს ძალიან დამღლელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თხის რქას მის ნაკლზე მიუთითებ, ის არც კი ეცდება მის გამოსწორებას. შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც, რომ რაღაც პრობლემები აქვს, რასაც მოგვარება სჭირდება, მაგრამ რეალურად ის არასდროს დაიწყებს მათზე მუშაობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მათი გაუბედავობაა.

მერწყული (იანვარი 20 – 18 თებერვალი)

ჯიუტები არიან და ამით ამაყობენ!

მერწყულს ერთი უცნაური თვისება აქვს: კმაყოფილი და ამაყია საკუთარი ყველაზე ცუდი თვისებითაც კი. სხვა საკითხია, როდესაც ცუდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია მერწყულის დამოკიდებულება, საკუთარი ცუდი ქმედებების მიმართ. ის არასდროს ნანობს და განიცდის, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენა, რადგან მიაჩნია, რომ მართალი იყო და სწორად მოიქცა.

თევზები (თებერვალი 19 – 20 მარტი)

ყველას გვყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ყველა ხუმრობა გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს, სწორედ ასეთები არიან თევზები!

თევზები ზედმეტად მგრძნობიარენი არიან, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, ყველაფერს განიცდიან, ჭიანჭველისგან სპილოს ქმნიან. ხშირად იღებენ გადაწყვტილებებს ცხელ გულზე, დაუფიქრებლად, რამაც შეიძლება ტირილამდეც კი მიიყვანოს ისინი.

yellowblog.ge

იტვირთბა....