aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა ზაზა სარალიძეს ურთერთობის ახალ ფორმატს და სპეციალური ჯგუფის შექმნას სთვაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოკლულის მამას ზაზა სარალიძეს სპეციალურ ჯგუფის შექმნას სთავაზობს.„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.

აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა”- აღნიშნეს პროკურატურაში.

იტვირთბა....