aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში. მისი თქმით, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

“საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....