aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ – სუბარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარემოება მოძრაობას ხელს შეუწყობს, რათა მათი სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს.

“ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....