aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

ვიზიტი SpaceX-ში – ქართული დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს Bret Johnsen და უფროს ფინანსურ დირექტორს David Finlay შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა Bill Reichert – SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი.

SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველოს, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა სადაც SpaceX-ი მოსახლოებას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში.

მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი #GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.

იტვირთბა....