aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

„ვივუსის უკან ვალერი გელაშვილი დგას“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ონლაინ სესხების კომპანია “ვივუსის” უკან პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი დგას.

“ყველაფრის უკან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. აქციების დროს ჩვენ თანდათანობით ვამხელთ, რომელი დეპუტატი რომელი კომპანიის უკან დგას. „ვივუსის“ უკან დგას ვალერი გელაშვილი. მოგეხსენებათ, მისი კაპიტალი არის ლიტვაში, სადაც „ვივუსის“ საქმიანობა აკრძალეს და მანაც ეს საქმიანობა გადმოიტანა საქართველოში. ძირითადად 2012 წლის შემდეგ გაშალა ფრთები ამ ორგანიზაციამ საქართველოში და ცხრა პირ ტყავს აძრობს ჩვენს თანამოქალაქეებს”. – აცხადებას გელაშვილი.

დეკლარაციაში გელაშვილს მითითებული აქვს ლიტვაში არსებული კომპანია ,,V&G”. დეპუტატი ამ კომპანიის გენერალური დირექტორია.

“მეტრონომი” კომპანია “ვივუსს ჯი”-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება ვერ შევძელით.

შეგახსენებთ, მთავრობა ონლაინ სესხების რეგულირებას აპირებს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სფეროს რეგულაციები.

 

იტვირთბა....