aviabiletebi
ახალი ამბები

ვეძისის დასახლებაში 4 პირი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით, ვეძისის დასახლებაში 4 პირი დაჭრეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....