aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სტრასბურგის ვერდიქტის მოლოდინში: “ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე აცხადებს, რომ მერაბიშვილის საქმე პირველი და ისტორიული საქმე იქნება. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და დასაბუთებული იქნება.

კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნებავანო  მერაბიშვილი გაათავისუფლოს.

“იმ შემთხვევაში თუ პალატა დაადგენს, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი გამოდის და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს შემხვედრი ნაბიჯი და ის გაათავისუფლოს.” – აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმის ირგვლივ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოიტანოს.

იტვირთბა....