aviabiletebi
მთავარი ციტატა

ვალია ვანიშვილი: “დათამ მითრხა, როგორც მე არ დავტოვე სახლი, ისე არც შენ დატოვო, არსად წახვიდეო”

“როგორც მე არ დავტოვე სახლი, ისე არც შენ დატოვოო… დაანთე შენი ფეჩი და არსად არ წახვიდეო. ახლა ჩემი ძმა მეუბნება, მე წაგიყვანო. ჩემი გოგო მეუბნება, მე აგიყვანო. დათამ, რომ კვდებოდა, ხელებზე მაკოცა და მითხრა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი შენი ქალობაო.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვალია ვანიშვილი – დათა ვანიშვილის მეუღლე

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

დათა ვანიშვილს, ხვალ, 22 მარტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

იტვირთბა....