aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვალდებულებაა, პატივი ვცე მათაც, ვისაც საკუთარი რწმენა უპირატესად მიაჩნია” – რას წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სახელმწიფო მაშინაა გონიერი, როდესაც საკუთარი მოსახლეობის რელიგიებს ქვეყნის სამსახურში აქცევს და არ ჰყოფს “საკუთარ” და “უცხოდ”. როდესაც აჩენს თვითვალდებულების და თვითმსახურების მოტივს სახელმწიფოსთვის თანაბრად, – ამის შესახებ ანლიტიკოსი, არჩლ გამზარდია სოციალური ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი თავის პოსტში დასძენს, “საკუთარი” რელიგიის “დაცვა” მოქალაქისგან არ უნდა მოხდეს სხვისი შევიწროების და უპატივცემულობის ხარჯზე.

1. “ქართველთა” რელიგია არის ნებისმიერი რელიგია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ.

2. “მართლმადიდებლობას” როგორც რელიგიას, საქართველოს ისტორიაში აქვს გამორჩეული და განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის იდენტობის, საგარეო ორიენტაციის, განათლების, კულტურის და პოლიტიკის განსაზღვრაში.

3. სამწუხაროდ, ბოლო საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის ისტორიულ როლს რამდენადმე გადაუხვია, რაც სასულიერო იერარქთა ძალაუფლების არასწორი რეალიზაციის შედეგია.

4. ყველა რელიგია ერთდროულად პარტნიორობს და ქიშპობს ერთმანეთთან. ყველა რელიგია ცდილობს სათავისოდ “მოაქციოს” ან შექმნას გარემოებები საამისოდ. ასე იყო ადრეც და ახლაც.

5. “მოქცევა” – “გადაბირების” ინსტრუმენტები იყო ძალადობა, იძულება, ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ.

6. რელიგიური ზეგავლენები ძირითადად პოლიტიკური ფაქტორებია და არაერთი ქვეყნის, არაერთი ჯგუფის თუ ინსტიტუციის შედეგია.

7. სახელმწიფოს აქვს დილემა, როგორ გადაწყვიტოს ერთი მხრივ ინდივიდთა რწმენის უფლება და უსაფრთხოება, მეორე მხრივ, ქვეყნის ნაციონალური ინტერესი.

8. დევნით და უფლებების აყრით, სოციალური გამიჯვნით ამ დილემების გადაწყვეტა არ ხდება.

9. სახელმწიფო მაშინაა გონიერი, როდესაც საკუთარი მოსახლეობის რელიგიებს ქვეყნის სამსახურში აქცევს და არ ჰყოფს “საკუთარ” და “უცხოდ”. როდესაც აჩენს თვითვალდებულების და თვითმსახურების მოტივს სახელმწიფოსთვის თანაბრად.

10. “საკუთარი” რელიგიის “დაცვა” მოქალაქისგან არ უნდა მოხდეს სხვისი შევიწროების და უპატივცემულობის ხარჯზე.

და ბოლოს, ჩემი უფლებაა უპირატესად მიმაჩნდეს ჩემი რელიგია და ყველა მისაღები ფორმით ვცდილობდე მის დაცვას, გავრცელებას, გაძლიერებას, მაგრამ ვალდებულებაა, პატივი ვცე მათაც, ვისაც საკუთარი რწმენა უპირატესად მიაჩნია.” – წერს არჩილ გამზადია.

იტვირთბა....