aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ. ლაშქარაშვილი მოსამართლემ შეურაცხადად ცნო. ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ბრალდების ვერსიით ახალგაზრდებსა და ხელოსანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რის შემდეგაც ბრალდებულმა ლაშქარაშვილმა ავტომატური იარაღიდან რამაზ მჭედლიშვილს რამდენჯერმე ესროლა და პაატა ხოფერიასთან ერთად მიიმალა.

იტვირთბა....