aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესტონეთის ელჩს სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა დაუდგინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონის სისხლში ტყვიის მომეტებული შემცველობა დაფიქსირდა. ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი არ გამორიცხავს, რომ მის სისხლში ტყვიის მომატებული დონე საქართველოში ყოფნას უკავშირდებოდეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ელჩის შემდეგ სისხლის ანალიზი იმავე ლაბორატორიაში საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს. გერმანიიდან საგანგაშო პასუხები დაბრუნდა. სისხლში ტყვიის მაქსიმალური დონე ქალებისთვის სამოცდაათი უნდა იყოს, მამაკაცებში კი ოთხმოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს.

ელჩის თანაშემწეს ნატალია ფარჯანაძესაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული ჰქონდა. ესტონეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ატაშე მარგუს გერინგი ერთი წელია საქართველოშია. მისი და მისი მეუღლის მაჩვენებლები ნორმას არ აღემატებოდა, მაგრამ ტყვიის დონე ძალიან მომატებული მათ სამი წლის შვილის სისხლში აღმოჩნდა.

იტვირთბა....