aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ესპანეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანური ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით ხარვეზები ჯერ კიდევ კვირას შეინიშნებოდა. მის აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მუშაობა ორშაბათს დაიწყეს და დადგინდა, რომ ჰაკერების მიზანი ვებგვერდის მწყობრიდან გამოყვანა იყო.

კიბერშეტევით არ დაზიანებულა მონაცემთა ბაზა და არ მომხდარა ინფორმაციის გადინება. ახლა სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. თუმცა, ესპანური გამოცემა ABC-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში მინიშნებები დაჯგუფება Anonymous-ზე კეთდება, რომელმაც მანამდე ესპანური უწყების წინააღმდეგ „ოპერაცია კატალონიის” სახელით, კამპანია წამოიწყო.

იტვირთბა....