aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ერევანი ვერ ხედავს აზრს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმები ხდება” – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“ერევანი ვერ ხედავს აზრს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმები ხდება. ამ ეტაპზე პრიორიტეტი არის ის, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და აღდგეს სტატუს ქვო, რომელიც 1994-95 წლებში დადგინდა სამმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....