aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

ერაყის აეროპორტში, სადაც აშშ-ს ძალებია განთავსებული, დრონებით თავდასხმა განხორციელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერაყში, ერბილის აეროპორტში, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებია განთავსებული, დრონებით თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქურთისტანის რეგიონის შიდა უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აეროპორტის მიმართულებით დრონებმა სამი რაკეტა ისროლეს.

ქურთების კონტრტერორისტული ძალების ინფორმაციით, თავდასხმა თვითფეთქებადი დრონების მეშვეობით მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ექვსი გასროლის ხმა გაიგეს. გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

იტვირთბა....