aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ელჩის გამგზავრება კითხვის ნიშნებს ბადებს, ვინაიდან საქართველო ბელარუსულ პოლიტიკაში არის მეცამეტე გოჭი”- გია ხუხაშვილი

“ჩვენ ბელორუსულ შიდაპოლიტიკაში მოთამაშეები არ ვართ. მეტიც, ძალიან კომიკური იქნებოდა რომ ჩვენ რაიმე ფუნქცია გვქონდეს ქვეყანაში მიმდინარე დრამატულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ელჩი თბილისში იქნება თუ მინსკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ ვართ ბელორუსულ პოლიტიკაში მოთამაშეები და წერტილი. შესაბამისად, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბატონი კვარაცხალიას გამგზავრება, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. რა გზავნილი უნდა ჩაეტანა მას? საქართველო ბელარუსულ პოლიტიკაში არის მეცამეტე გოჭი. იქ პოლიტიკას გლობალური მოთამაშეები განსაზღვრავენ. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ სამყაროს ჭიპი ვართ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

“ნიუპოსტი”

გია ხუხაშვილი აღნიშნულით საქართველოდან ბელარუსში ელჩის დაბრუნებას გამოეხმაურა, რაცას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა. მისი თქმით, ვალერი კვარაცხელიას მინსკში სასწრაფო მივლინება სახელმწიფოებრივი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი.

შეგახსენებთ, საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში ფრენა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

იტვირთბა....