aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხვალ გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც  კომპანია ”თელასში” აცხადებენ, გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას და ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, გურიის, ბოცვაძის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის და ბერიტაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ჭოროხის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....