aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის დავალება”- გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული და უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ქართული ეკონომიკა ძირითადად ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია.

“ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის დავალება, როგორც ყველაზე დაზარალებულის, და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას, ასევე წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერების მხარდასაჭერად ეფექტური და ქმედითი გეგმა შეიმუშავა, რომელიც უახლეეს დრეებში იქნება წარდგენილი.

 

იტვირთბა....