aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასამართლო: რას მოითხოვს თავის სარჩელში ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია  საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის და მისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 500 ლარის გადახდას მოითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილება 20 მარტს უნდა გახდეს ცნობილი. ბესელია  ალეკო ელისაშვილს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისთვის უჩივის.
“იმის გათვალისწინებით, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკა ბესელიას მიმართ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ეკა ბესელია იძულებული გახდა თავისი უფლებების დაცვა სასამართლოსთვის ეთხოვა. ფაქტია, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან გაჟღერებული არცერთი ბრალდება არ დადასტურდა“ – განაცხადა ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს აღნიშნულ ფაქტს თავად ალეკო ელისაშვილის ადვოკატი და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
“ეკა ბესელია წარმოადგენს საჯარო პირს, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებით მაღალი თმენის ვალდებულება, ისეთი ტიპის განცხადებებისას, როგორიც გაკეთებული აქვს ალეკო ელისაშვილს. შესაბამისად ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ მოსამართლე მსგავსი ტიპის სარჩელი დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეს იქნება პირდაპირი შეზღუდვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ – ამბობს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი ლაშა მჭედლიძემ.

იტვირთბა....