aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროატლანტიკური მიმართულება: კონსტიტუციას ახალი თავი დაემატება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის უზენაეს კანონში განასახორციელებელი ცვლილებების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული გამოუცხადებს თუ არა კომისიას ბოიკოტს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების რიგი საკითხები ამ დრომდე კამათის საგანია, მათ შორის არის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის სისტემები. მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილი პროტესტს ჯერ გამორიცხავს და არსებული მიმართულებების ალტერნატივის წარდგენას გეგმავს. მანამდე კი ცნობილია რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ახალი თავი დაემატება რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხება.

იტვირთბა....