aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპარლამენტის სხდომაზე რუსეთს მიარჭობენ ტერორისტი ქვეყნის სტატუსს! – რას წერს პეტრიაშვილი უკრაინის ომზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სალამი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მაინც მოგაწვდით ნიუსებს, რამდენადაც მწირი არ უნდა იყოს ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან!
შეიძლება ითქვას, რომ მთელი ფრონტის გაყოლებაზე სამხრეთიდან აღმოსავლეთამდე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები! ამინდებმაც თავისი როლი ითამაშეს: წვიმები ხელს შეტევებში, ფოთოლცვენა კი ხელს გვიწყობს მტრის განადგურებაში!
მიკოლაევი ხერსონის მიმართულებაზე უცვლელად არის ვითარება, ისევე როგორც სვატოვო-კრემენნას! ბახმუტზე მორიგჯერ წამოვიდა მტერი და მორიგჯერ მიიღო დინგში!
დრონებთან ომი იქნება უახლოეს პერიოდში აქტუალური! ირანული დრონების 85-90%-ს კი ანადგურებენ ჩვენები ქალაქებშიც და ფრონტის ხაზზეც, მაგრამ ამაზე მიდის რესურსი, დრო, ძალისხმევა და მათი მცირედი ნაწილის მიზნამდე მიღწევას მაინც მიაქვს უდანაშაულო ადამიანებს სიცოცხლე!
დმიტრო კულებამ ბომბსაფარიდან მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაწესდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ და გაიზარდოს სათანადო შეიარაღების მოწოდების რაოდენობები და ტემპები!
ამერიკაში უკვე ითვალისწინებენ ირანული დრონების ფაქტორს და ახალი დახმარება შესაბამისად კომპლექტდება!
21-24 ნოემბერს დაგეგმილ ევროპარლამენტის სხდომაზე რუსეთს მიარჭობენ ტერორისტი ქვეყნის სტატუსს! ეს იქნება ძლიერი სიგნალი აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის, თუმცა არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს მთავრობებიც იგივეს იზამენ!
რიგით მე-10 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა ურდომ არასაბრძოლო ვითარებაში 24 თებერვლის შემდეგ! ამჯერად კრასნოდარის მხარის ქ.ეისკში საცხოვრებელ სახლს დაენარცხა რაკეტებით გაძეძგვილი სუ-34 ბომბდამშენი! რაშკასტანის ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა ამ დანარცხებას. თვითონ პილოტებმა კი მოასწრეს კატაპულტი.
108 მებრძოლი ქალი დაბრუნდა სამშობლოში ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად! მათ შორის არიან აზოვსტალის მცველებიც და მარიუპოლის მაცხოვრებლებიც!
უკრაინამ დაასრულა სამამულო წარმოების დრონზდ მუშაობა და იწყებს მის წარმოებას! მანძილი: 1000 კილომეტრი!!!!! საბრძოლო ამუნიციის წონა – 40 კილოგრამი! მალე კრემლის თავზე გაისმას “ხლაპოკები”!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია დაინგრევა ჩვენს თვალწინ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....