aviabiletebi
ჯანდაცვა

ებრაელი დიეტოლოგების უნიკალური დიეტა: რაციონი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს არის ებრაელი დიეტოლოგების დიეტა, რომლის საშუალებითაც  თვეში იკლებთ 3-5 კილოს. დიეტა ჯანმრთელი და სტაბილურია. ეს არის სანიმუშო რაციონი, რომელიც არა მარტო წონის კორექციისთვისაა, არამედ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ორგანიზმიდან შლაკები გამოაქვს:

დილით უზმოზე: 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი (არარაფინირებული) 15 წუთის შემდეგ ერთი ჭიქა იოგურტი ან კეფირი (მაწონი) .

პირველი საუზმე: ბოსტნეული სალათა, წიწიბურას ან შვრიის (ჰერკულესი) ფაფა, მოხარშული კვერცხი (დღეგამოშვებით), ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.

მეორე საუზმე: 200-300 გრამი მჟავე ხილი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა, ვინეგრეტი,  ბოსტნეულის სუპი ან ბორშჩი, მოხარშული ხორცი ან თევზი, 50 გრამი შავი პური, მოთუთქული ვაშლი.

ნაშუადღევს: 300გ ხილი.

ვახშამი 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი (ისე ჯობია წყალგარეული მაწონი), ჩირის სალათა, რომელიც ასე მზადდება: თანაბარი რაოდენობით ლეღვის, შავი ქლიავის, ფინიკის, გარგრის ჩირი წვრილად დაჭერით, აურიეთ და ცოტა ნიგოზი მოაყარეთ.

იტვირთბა....