aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დ.ღ. ამბობს, ზაზა სარალიძემ მთხოვა საუბარი ჩვენ შორის დარჩესო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ დ.ღ. ზაზა სარალიძეს შეხვდა. ადვოკატ მარიამ პაპოშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძემ დ.ღ-ს თხოვა, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო. პაპოშვილმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტის აზრით, მასსა და ზაზა სარალიძეს შორის გამართულ საუბარში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის სასამართლოში დ.ღ-ს მიერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე ვერ გეტყვით. სასამართლოში ჩვენება ჩემთვის ცნობილი არ არის, მე იქ არ ვმონაწილეობდი, აქ მხოლოდ ბრალის წარდგენას დავესწარი. მასალები ჯერ კიდევ არ გადმოუციათ და დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ცრუ ჩვენებაზე დადგენილება ბრალდებამ გამოიტანა, მაგრამ ჯერ ჩვენ ამისთვის მტკიცებულებები არ გვაქვს და არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....