aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დროშას ისე გაბედულად აფრიალებს, ისეთი ძლიერი და მამაცია. გაუფრთხილდით, ქართველო ძმებო” – რას წერენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციის სიმბოლოდ ქცეულ ქალზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ირ­ჩევს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ კი იქცა ქალი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას სპეც­რაზ­მი­სა და წყლის ჭავ­ლის წინ აფ­რი­ა­ლებ­და. კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელს ვირუ­სუ­ლად მო­ე­დო და ის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აშუ­ქე­ბენ BBC-ი, “გარ­დი­ა­ნი”, “რო­ი­ტერ­სი” და სხვა გა­მო­ცე­მე­ბი.

ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უშიშ­რად მებ­რძო­ლი ქა­ლის ვი­დეო კი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში – “ტვი­ტერ­სა” და “ტი­კტოკ­ზე.” კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი კი არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ უცხო­ე­ლე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ.

  • ეს ქალი დრო­შას ისე გა­ბე­დუ­ლად აფ­რი­ა­ლებს, ისე­თი ძლი­ე­რი და მა­მა­ცია. გა­უფრ­თხილ­დით, ქარ­თვე­ლო ძმე­ბო
  • აი, რას ნიშ­ნავს ერ­თი­ა­ნო­ბა. უკ­რა­ი­ნა შენ­თა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო.
  • ქარ­თვე­ლე­ბო, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ! ლა­მა­ზი, მა­მა­ცი, გულ­წრფე­ლი ხალ­ხი. იყა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბი, იბ­რძო­ლეთ, გა­და­ლა­ხეთ. მთე­ლი უკ­რა­ი­ნა მხარს გი­ჭერთ – წე­რენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი “ტი­კტოკ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.
იტვირთბა....