aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: გამომძიებლები ამ წუთებში დოდო გუგეშაშვილს კითხავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, გუგეშაშვილის დაკითხვა ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში მიმდინარეობს. ადვოტაი ამბობს, რომ დაკითხვის პროცესს თავადაც ესწრება. ის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაჭრილი გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და გამომძიებლებს მედიკოსებმა მისი დაკითხვის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....