aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დირექტორის ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი მკვლელობას არ აღიარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდი მკვლელობას არ აღიარებს, თუმცა, აცხადებს რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც ბარაბაძემ “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა, შემთხვევის დღეს, დაკავებული მოსწავლე სკოლაში არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებისთვის ძებნილი მეორე მოზარდის ადგილსამყოფელი უცნობია. სკოლის დირექტორის განცხადებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან ოთხი მოსწავლე დაკითხეს.

“არ ბრძანდებოდა იმ დღეს სკოლაში და მშობლებს რომ დავურეკეთ, მითხრეს, რომ ბავშვი სახლშია. ჩემი ინფორმაციით, ის მკვლელობას არ არიარებს, თუმცა ამბობს, რომ ადგილზე იყო. მეორე ბრალდებულის ოჯახთან ნაკლები კომუნიკაცია გვქონდა. მათ არ იციან ბავშვი სად არის. რამდენადაც ვიცი, ოთხი მოსწავლე იყო წასული, დაკითხვაზე იყვნენ მისულები და არიან თავისუფლები”, – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....