aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.

როგორც პარლამენტში დღევანდელ მოსმენაზე გახდა ცნობილი, კანონპროექტში პარლამენტარების ხელფასები არა კონკრეტული თანხით, არამედ კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი.

„კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება 85%-ით ხდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კერძოდ, პაპუაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0;

კანონპროექტის პირველ ვარიანტში დაკონკრეტებული იყო ხელფასები: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.

ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

იტვირთბა....