aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუნდაძე: “ჯანდაცვის კომიტეტის უმრავლესობის წევრები ვეწინააღმდეგებით დეკრიმინალიზაციას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე 7 დეპუტატი ითხოვს, რომ საკითხი ჯერ უმრავლესობის ფორმატში იყოს განხილული.

“ჯანდაცვის კომიტეტის უმრავლესობის წევრები ვეწინააღმდეგებით დეკრიმინალოზაციის ამ ფორმით შემოტანას, რადგან ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის გაზრდის რისკებს… მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა მაინც შედგა, ის გაიმართა ოპოზოციის წევრების დახმარებით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება უმრავლესობის ფორმატში, რომ მოხდეს რისკების მინიმალიზება.

ეს კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს. მე და იმ გუნდის წევრები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს, ვითხოვთ ამ საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვას”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას, პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან  დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

იტვირთბა....