aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თუ ამ ორ დღეში არ მოხერხდება უწმინდესთან შეხვედრა, საპატრიარქოსთან დავდგებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამლაძის ოჯახის წევრები პატრიარქთან შეხვედარს კვლავ ითხოვენ. როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, თუ უახლოეს 2 დღეში პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოხერხდება, ბრალდებულის ოჯახი საპატრიარქოსთან დადგება და მანამდე არ დატოვებენ ტერიტორიას, სანამ პატრიარქი მათ არ შეხვდება.

“გვატყუებენ, ხან უწმინდესი შეუძლოდ არისო, ხან ბობოყვათში არისო, ამ ორშაბათს დამირეკეს და მითხრეს, სამშაბათს 11 საათზე იქნება შეხვედრაო, რის შემდეგაც, ისევ ორშაბათს დამირეკეს და მითხრეს, პატრიარქი შეუძლოდ არისო. თუ ამ ორ დღეში არ მოხერხდება უწმინდესთან შეხვედრა, ავდგებით, მამა გიორგის ოჯახი, თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად დავდგებით საპატრიარქოსთან, სხვა გზა არ დაგვიტოვეს, უკიდურეს ზომამდე მივყავართ”, – განაცხადა დეკანოზის ძმამ ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....