aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დასრულდა გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ ვერ მოხდება ბრალის დამძიმება” – შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ არასრულწლოვანის მიმართ გამოძიება დასრულდა და საქმე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სრულიად გადაიგზავნება. ამის შესახებ ადვოკატი ზაქრო გვიშიანი აცხადებს. მისი თქმით, რადგან გამოძიება დასრულებულია, ამ საქმის ფარგლებში ბრალის დამძიმება ვერ მოხდება და შესაძლოა, შეიცვალოს მხოლოდ საქმის კვალიფიკაცია. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

„დღევანდელ დღეს დასრულდა გამოძიება, მხარეებმა გავცვალეთ მასალები, დღევანდელ დღეს გადაიგზავნება საქმე სრულად მცხეთის რაიონულ სასამართლოში და 31 ივლისს ჩაინიშნება წინასასამართლო სხდომა, სადაც განიხილება საკითხები მტკიცებულების დასაშვებობის, სადააობის და ასევე შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

„ჩემი მხრიდან გადავეცი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც ჩამოიყვანეს თბილისში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეორე არასრულწლოვანი ავტოსტოპით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის კონფლიქტს ბოლო ნაწილში შეესწრო, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. მან სიბნელის გამო ვერ გაარჩია თუ ვინ მიაყენა დაზიანება. რადგანაც დღეს დასრულდა გამოძიება, ვერ მოხდება ბრალის დამძიმება ამ საქმის ფარგლებში. შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს, მაგრამ ბრალის დამძიმე არ ხდება“ – აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი ლ.შ.-ს ბრალი 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

იტვირთბა....