aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დარახველიძე: “პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები გაიგზავნა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები იქნა გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძე ავრცელებს.

დარახველიძე განმარტავს, რომ დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, არამედ შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში: თუ როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ასევე, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.

“სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდოს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ”- განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. უდოს კომისიის უარის შესახებ, დარახველიძის განმარტებით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძისთვის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ერთ თვით ადრე, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის სხვა დასკვნებს.

იტვირთბა....