aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით ხარშილაძის საქმე: ალექსანდრე ჯაფოშვილი ელისო კილაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ალექსანდრე ჯაფოშვილის განცხადებით, “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა გუშინ იმ სამართალდამცველებს შორის დაასახელა, ვინც ელისო კილაძის შვილის დაკავებაში მონაწილეობდა მაშინ, როდესაც, მისი თქმით, პოლიციაში 2004 წლიდან არ მუშაობს და დავით ხარშილაძის საქმესთან შეხება არასდროს ჰქონია. ჯაფოშვილი ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

განცხადებას “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი გამოეხმაურა. ელისო კილაძის განცხადებით, ალექსანდრე ჯაფოშვილი 2016 წლის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და თბილისის პროკურატურამ ის მოწმის სტატუსითაც დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჩხრეკისას ჩაუდეს.

იტვირთბა....