aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, თითქოს, საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება პრეზიდენტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, თითქოს, საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.

„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ იმეორებს, თითქოს საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს პრეზიდენტს. გვესმის, რომ ის არის დიდი წნეხის ქვეშ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელის ერთ-ერთი ავტორი თავად არის, არ სარგებლობს ერთგვაროვანი დამოკიდებულებით საზოგადოების მხრიდან. გავიმეორებ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, როდესაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხებს ვეხებით, უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....