aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა ციტატა

დავით ზალკალიანი: მე არ მინდა, თბილისისკენ მომავალი ტანკები ვიხილო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რისკები ძალიან დიდია. მსოფლიო თანამეგობრობა დღეს ხედავს წარმოუდგენელ პროცესს, მიმდინარე აგრესიას. ვერავინ დაუშვებდა, რომ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა. მაგრამ ეს დღეს ხომ რეალობაა, იბომბება მშვიდობიანი ქალაქები – ვინ წარმოიდგენდა ამას, ეს ყველაფერი დასრულებული არ არის. როგორ გგონიათ, ჩვენ არ ვაფასებთ ამ რისკებს? როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა შესაძლო სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები? როგორ გგონიათ, რუსეთი არ გამოიყენებს იმას, რომ თავისი საოკუპაციო ჯარები იყოს აქ? ეს ყველაფერი ხომ არის მიმართული იქითკენ, რომ თავდაყირა დადგეს დღევანდელი უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა? ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული. ძალიან სერიოზული საფრთხეა. მე არ მინდა ვიხილო 2008 წლის განმეორება, არ მინდა თბილისისკენ მომავალი ტანკები ვიხილო. არ მინდა ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ბომბების, აფეთქების ხმაზე იღვიძებდნენ

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრა დავით ზალკალიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

 

იტვირთბა....