aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია: დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არაკონსტიტუციურია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საპენსიო სქემაზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს სქემა არაკონსტიტუციურია. საია განმარტავს, რომ საპენსიო შენატანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, “საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი”, – წერია საიას განცხადებაში.

1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

იტვირთბა....