aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა” – ირაკლი ღარიბაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის – თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით.

და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა. იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია. არ შეიძლება იქ ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე დხა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე ვისაც სახლი ან დაენგრა ან მისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება უკლებლივ და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....