aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

“ვერც ვუხსნი მათ თუ რა ხდება საქართველოში”: გურამ კაშია კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავი 2-თან საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ქვეყანაში ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სამკლაური, რომელმაც ასეთი რეაქცია გამოიწვია საქართველოში,  ყველას ეკეთა.

“აბსოლუტურად ყველას ეკეთა და ვერც ვუხსნი მათ თუ რა ხდება საქართველოში. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს”, – განაცხადა კაშიამ.

კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.

შეგახსენებთ, კაშიას ღიად დაუჭირეს მხარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ კი გურამ კაშიას ასეთი ქცევა “ქართულმა მარშმა” ჰომოფობიურ ნიადაგზე ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კობიაშვილისგან ბოდიში მოხდას ითხოვდნენ აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს. აქციაზე პროტესტის მონაწილე 10-მდე აქტივისტი დააკავეს.

იტვირთბა....