aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა, –  ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან თავად განაცხადა.

პრესკონფერენციაზე მას პარტიის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩება.

„ჩემი აზრით, ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ მოახერხეს ის, რაც უნდოდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. პრობლემა არ არის, ის პასუხს აგებს ქვეყნის წარმატებებზეც და წარუმატებლობებზეც. მე, პირადად, არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, თუმცა  ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას“- განაცხადა პრესკონფერენციაზე გუბაზ სანიკიძემ.

 

იტვირთბა....