aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ლელო საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვწყვეტთ საპარლამენტო ბოიკოტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში პარლამენტში მუშაობას, –  ამის შესახებ ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ყველა სხვა კრიტიკული მიმართულებით, რომლითაც, ბუნებრივია, გრძელდება საერთო ოპოზიციური პროტესტი, ვიქნებით ჩართულები აქტიურად, მშვიდობიან, თუმცა ძალიან მტკიცე, ძალიან ხმამაღალ ბრძოლაში ბოლომდე, რათა დავიხსნათ სახელმწიფო განუკითხაობისგან. ჩავერთვებით ბრძოლაში იმისთვის, რომ არჩევნების იდეა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, მიტაცებული ხმები დავაბრუნოთ, რომ საგარეო კაპიტულაცია დასრულდეს. საქართველოს ბელარუსიზაცია და პუტინიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს და კოვიდგენოციდი უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება დროულად“,- განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სასიკეთო ნაბიჯად აფასებს, რომელიც, ხელს შეუწყობს სიტუაციის მეტ სტაბილიზებას.

„ეს არის კარგი და ძალიან მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიხარია, რომ მოშიმშილეებმა შეწყვიტეს შიმშილი, რადგან არავის შიმშილი არ არის კარგი, სასიამოვნო თუ სასიკეთო ვინმესთვის. ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი და იყო ძალიან საშიში პროცესი მოშიმშილეებისთვის. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ეს მოხდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შემდეგი კრიტიკული მიმართულებებით, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის არჩევნები, ჩვენ ასევე მივაღწიოთ ძალიან ხელშესახებ შედეგს, რასაც საზოგადოება მოელის ჩვენგან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

იტვირთბა....