aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანგარიში წარდგენილია: მივა თუ არა გომელაური პარლამენტში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-ის მონაცემებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის განმავლობაში გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მათ შორის, ქრთამის აღების 22 ფაქტია, ქრთამის მიცემის – 2, თაღლითობის – 8, კომერციული მოსყიდვის – 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 4, მითვისების ან გაფლანგვის – 2, სამსახურებრივი გულგრილობის – 2 და სხვა ცალკეული დანაშაულები. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულების სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ 59 პირი 32 სისხლის სამართლის საქმეზე.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაა.
„რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველო მოსახლეობის დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადგილობრივების უკანონო დაკავება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება – გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსხლეობაზე თავდასხმა, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთოებას.“ – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. უცნობია, მივა თუ არა პარლამენტში თავად სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, რადგან პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით, ანგარიშის წარდგენის უფლებამოსილება, სუს-ის ხელმძღვანლის გარდა, აქვს მის მოადგილეს.

 

იტვირთბა....