aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული” – მეზვრიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, გამოეხმაურა.

მისი თქმით, იგი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური გუშინ დააკვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცავებმა გოგოჭურის და მასთან ერთად დაკავებული პირის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. უწყების ცნობით იარაღები დაკავებულებმა ბინიდან პოლიციიის გამოჩენის შემდეგ გადმოყარეს. 

იტვირთბა....