aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს” – გომელაური გოგაშვილს მოსმენებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ც უსმენს კანონიერად, უფლება აქვს კანონით მინიჭებული თავდაცვის სამინისტროსაც, სუს-საც, პროკურატურასაც, სასჯელაღსრულებას – აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ – ასე პასუხობს შს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის მორიგ განცხადებას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული 2 ათასამდე ადამიანი ფარულად უსმენს მოქალაქეებს.

ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობს, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ არის და გოგაშვილს მოუწოდებს, “მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს”

“უკანონო მოსმენები, საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონთ რაც არის, ეს არის არამარტო კრებსები, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს ოპერატიულ აგენტს. ეს რომ დავჯდეთ და სუს-ს უფროსმა ეს იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა.

მტკიცებულებები თუ აქვს გამოიტანოს და დადოს….მე რომ ვიჯდე შსს-ში და რაც ოპერატიულ მასალა შემოდის ვიკითხო, მინიმუმ 3 გომელაური უნდა იყოს, რომ ეს იკითხოს.” ამბობს გომელაური.

იტვირთბა....