aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გირგვლიანის ბიძა: “ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია და უპირობოდ უნდა დავუჭიროთ მხარი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსახლეობას, საპრეზიდენტო არჩევნების მორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ, სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ მოუწოდა.

ენუქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილს არა მხოლოდ იმიტომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, არამედ იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია.

ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს და სურს, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდეს. არავითარ შემთხევაში არ შეიძლება მათი მხარდაჭერა, რადგან ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები. ყველამ, უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, მხარი დავუჭიროთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი მოწინააღმდეგე მხარე, არამედ, იმიტომაც, რომ ის არის ნამდვილად პატრიოტი ადამიანი და ნამდვილად უნდა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული“ – განაცხადა გოგი ენუქიძემ.

იტვირთბა....