aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარიამ აშშ-ში მოღვაწე ექიმ დავით მრელაშვილს ესაუბრა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს ესაუბრა.  – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უცხოეთში მოღვაწე ექიმი კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

“მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

დავით მრელაშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს და ამ პროცესში მასთან ერთად ჩართული არიან როგორც ოჯახის ექიმები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები.

თითოეული პაციენტის ანამნეზი ონლაინპლატფორმაზე იტვირთება, რაც ოჯახის ექიმებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

პაციენტები ონლაინ-რეჟიმში იღებენ პროფესიონალთა კონსულტაციას მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ბინაზე მყოფი პაციენტების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ამ ფორმით ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და მზად აზრის, ხელი შეუწყოს მსგავსი მიდგომის სხვა რეგიონებში გავრცელებას. ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაიგეგმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....