aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პრეზიდენტს შეწყალების საკითხი განეხილა”

„მე როგორც ვიცი, აუცილებლობა არ არის და ისედაც შეუძლია შეწყალება პრეზიდენტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი გადადგეს გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა, რომელიც იყო ყველა ინტერპრეტაციით საჭირო, რომ პრეზიდენტს ეს საკითხი განეხილა. ამაზე არის საუბარი. ჩვენ უკვე გვაქვს გრძელვადიანი გამოცდილება, რომ მმართველი გუნდისგან, არც კარგი და არც ცუდი პროგნოზი არ უნდა გავაკეთოთ. იმედი მაქვს, რომ შესრულდება. ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს დარწმუნებული, რომ ის რაზეც ხელი მოეწერა შეთანხმებაში, სადაც გარკვევით წერია, რომ უკვე შემდგარ და მომავალ ფაქტებთან დაკავშირებით, არც ერთ მხარეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ აქ პოლიტიკურად იქნა გამოყენებული სამართლებრივი ინსტიტუტები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

იტვირთბა....