aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა.

შესაბამისი კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მიიღო მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატების და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მხარდაჭერით. კანონს ხმა არ მისცეს ქრისტიან-დემოკრატებმა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც უფრო მკაცრ ცვლილებებს მოითხოვდნენ.

გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი კანონის თანახმად, 10-დან 28 დღემდე გაიზარდა პატიმრობის მაქსიმალური ვადა გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან. პოლიციას უფლება მიეცა ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად ჩხრეკა ჩაატაროს არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც, მათ შორის ღამით. გარდა ამისა, არალეგალურად მყოფ უცხოელებს მათი დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ.

გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, გამონაკლისები დაშვებულია მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც 12 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს აღრიცხული იყო დაახლოებით 243 000 უცხოელი, რომლებიც გაძევებას ექვემდებარებოდნენ. მათგან 193 000-მდე მიგრანტს მაინც ჰქონდა გერმანიაში დროებით დარჩენის უფლება, რადგან დაუყოვნებლივ დეპორტაცია შეუძლებლად ითვლებოდა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. შსს-ს ცნობით, 2023 წელს დაფიქსირებულია გერმანიაში არალეგალურად მყოფთა გაძევების 16 430 შემთხვევა, რაც 2022 წლის მონაცემებზე 27%-ით მეტია.

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2023 წელს თავშესაფარი ითხოვს საქართველოს 9 399-მა მოქალაქემ. დაკმაყოფილდა მათი განაცხადების მხოლოდ 0,3%.

იტვირთბა....